ვინ არის 26 წლის ბიჭი, რომელიც ემიგრანტ მშობლებს ვალის გამო მოუკლეს?

  23:14:50     21-05-2020

ჩოხატაურში მოკლული 26 წლის ბიჭი ერთ-ერთ ბანკში მომუშავე ავთო კალანდაძეა, რომელიც საკარანტინო შეზღუდვების პერიოდში სოფელში იმყოფებოდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება - დამნაშავემ მკვლელობის შემდეგ ბიჭის მშობლებს დაურეკა და აცნობა, რომ შური იძია ვალის გამო.

სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ავთოს მშობლების ემიგრაციაში იმყოფებიან.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია.