ინდოეთში, ციკლონ "ამფანს" 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

  13:34:26     21-05-2020

ციკლონ "ამფანს" ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მოგლეჯილია ხეები, დანგრეულია სახლები და სანაპირო ჯებირები.

სტიქიის გამო ბანგლადეშიდან ორი მილიონ 400 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათ 12 000-მდე თავშესაფარში გადაანაწილებენ.