აშშ, რუსეთი, ბრაზილია - რომელ ქვეყნებშია ამ დროისათვის ყველაზე მძიმე მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების მხრივ?
10:35:29     21-05-2020
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის ინფექციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამ ქვეყანაში - აშშ-ში, რუსეთსა და ბრაზილიაში ფიქსირდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისათვის დაფიქსირებულია ინფექციის 1,593,039 შემთხვევა, გარდაცვლილია 94,941.
კორონავირუსის გავრცელების მხრივ, მეორე ადგილზეა რუსეთი, სადაც ინფექციის 308,705 შემთხვევაა დადასტურებული. რუსეთში სიკვდიალიანობის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. ამ დროისათვის დაღუპულია 2,972 ადამიანი.
რეკორდულად იმატებს კორონავირუსით დაინფიცირებულების რიცხვი ბრაზილიაში. ბრაზილია ამ დროისათვის მსოფლიოში მესამე ადგილზეა ინფიცირებულების რაოდენობის მხრივ და მან ესპანეთს გაუსწრო. ამ დროისათვის დადასტურებულია 293,357 შემთხვევა, დაღუპულია 18,894 ადამიანი. ექსპერტები ეჭვობენ, რომ ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი კიდევ უფრო მეტია, რადგან ქვეყანაში ტესტირება მასშტაბურად ვერ ტარდება.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან მძიმე მდგომარეობაა ასევე თურქეთსა და სომხეთში. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაინფიცირებულია 152,587 ადამიანი, გარდაიცვალა 4,222. რაც შეეხება სომხეთს, ქვეყანაში კორონავირუსის 5,606 დადასტურებულია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა მაჩვენებელს რეკორდული რიცხვი - 335 ადამიანი დაემატა. გარდაცვლილია - 70.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ამ დროისათვის კორონავირუსის 5,090,977 შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილია 329,757 ადამიანი.