ინციდენტი მცხეთის ქუჩაზე - შეიარაღებულმა მამაკაცმა სუპერმარკეტ "სპარზე" თავდასხმა სცადა

  10:25:57     21-05-2020

მცხეთის ქუჩაზე შეირაღებულმა მამაკაცმა სუპერმარკეტ “სპარში” შეჭრა სცადა.

სამართალდამცველებმა მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, 151-ე მუხლი კი, მუქარას ითვალისწინებს.

ექსპერტ-კრიმინალისტები მცხეთის ქუჩაზე გვიანობამდე მუშაობდნენ.