"არ მინდა მძაფრი სურათი დავხატო, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ - ევროპაში კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღა შორეული თეორია აღარაა"

  09:57:24     21-05-2020

ევროპაში კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღის პერსპექტივა შორეული თეორია აღარაა, - განაცხადა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ანდრეა ამონმა.

"მთავარი კითხვა ახლა ის არის, თუ როდის მოხდება მეორე ტალღა და რამდენად დიდი იქნება ის“, - აღნიშნა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

ანდრეა ამონის თქმით, ვირუსის მახასიათებლები ცხადყოფენ, რომ იგი ჩვენს გარშემოა.

"არ მინდა მძაფრი სურათი დავხატო, მაგრამ ვფიქრობ, რეალისტები უნდა ვიყოთ. ახლა მოდუნების დრო არ არის“, - დასძინა მან.