საოკუპაციო ძალებმა ხურჩისა და განმუხურის მიმდებარედ დამატებითი მავთულხლართები გააბეს

  14:20:46     20-05-2020

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ აღიმართა დამატებითი უკანონო ინსტალაციები.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ. მათივე ცნობით, მომხდარი ფაქტის შესახებ გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას," - აცხადებენ სუს-ში.