მსოფლიოში 60 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება - მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი
13:17:35     20-05-2020
მსოფლიოში 60 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება. ეს განცხადება მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკა წელს 5 პროცენტით შემცირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით მიღწეული პროგრესის სრულად დაიკარგება.