"ჰიდროქსიქლოროქინზე" ჩატარებული კვლევა ყალბი იყო, ის მძიმე ავადმყოფებსა და მოხუცებზე გამოსცადეს, რომლებიც დაღუპვის პირას იყვნენ"

  09:58:11     20-05-2020

"ჰიდროქსიქლოროქინზე" ჩატარებული კვლევა ყალბი იყო, ის მძიმე ავადმყოფებსა და მოხუცებზე გამოსცადეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"ჰიდროქსიქლოროქინზე“ ჩატარებული კვლევა ყალბი იყო, მედიკამენტი მძიმე ავადმყოფებსა და მოხუცებზე გამოსცადეს, რომლებიც ასაკისა და გულის პრობლემების გამო დაღუპვის პირაა იყვნენ,“- განაცხადა ტრამპმა.

მისივე განმარტებით, "ჰიდროქსიქლოროქინზე" კვლევა ვეტერანების საქმეთა დეპარტმანეტის საავადმყოფოებში ჩატარდა.

შეგახსენებთ, გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კვირა-ნახევარია რაც პროფილაქტიკის მიზნით მედიკამენტ "ჰიდროქსიქლოროქინის" მიღება დაიწყო.