ბელგიაში ექიმებმა პრემიერ-მინისტრს, სოფი ვილმესს "სირცხვილის დერეფანი" მოუწყვეს
11:33:14     18-05-2020
ბელგიაში ექიმებმა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პრემიერ-მინისტრს, სოფი ვილმესს ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ რეგულაციას, ასევე, ჯანდაცვის სისტემას აპროტესტებენ.
აქციაში მონაწილეობა მიიღო სამედიცინო დაწესებულების 120-მდე თანამშრომელმა. ექიმთა კავშირის განცხადებით, თანამშრომლები აპროტესტებენ მთავრობის ბრძანებას, რომლის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო სავალდებულო გახდა.
გარდა ამისა, ექიმების თქმით, ხელისუფლება ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით არასაკმარის თანხებს გამოყოფს.