დატოვებს თუ არა იტალია ევროკავშირს? - ქვეყნის პრემიერის მოულოდნელი განცხადება

  23:41:25     14-05-2020

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. მწვანე კორიდორის შესახებ ევროკავშირის ინიციატივა ძალაში შევა, იტალია ევროკავშირს დატოვებს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ე.წ. მწვანე კორიდორი COVID-19-ის ნაკლები შემთხვევების მქონე ქვეყნებს შორის ტურიზმის აღდგენას გულისხმობს.

„არ მივიღებთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირში პრივილეგირებულ ტურისტულ გზას შექმნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავტოვებთ ევროკავშირს. ამას არასდროს დავუშვებთ“ – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

იტალიაში გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლის ბოლომდე იტალიაში ტურისტულ სექტორში დანაკარგი 130 მილიარდი დოლარი იქნება.