რუსეთში, შუახნის მამაკაცი ნახევარი წლის განმავლობაში საყვარელი ქალის ცხედართან ერთად ცხოვრობდა
14:02:05     14-05-2020
თათარსტანის მკვიდრი შუა ხნის მამაკაცი ექვსი თვის განმავლობაში სახლში ინახავდა ს 47 წლის ქალის ცხედარს, რომელიც პლასტიკური ჩანთაში იყო გახვეული - ამის შესახებ ინფორმაციას Chelny News ავრცელბს.
მამაკაცის მეზობლები ბოლო პერიოდის განმავლობაში სადარბაზოში უსიამოვნო სუნს გრძნობდნენ და როდესაც უკვე გაუსაძლისი გახდა მისი ატანა, პოლიციაში დარეკეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა გვამი მალევე იპოვნეს, რის გამოც სახლის მეპატრონემ თავის მოკვლა სცადა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 2019 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. რატომ ინახავდა მამაკაცი მის ცხედარს, ამ დრომდე უცნობია.