ინდონეზიაში, დაკრძალვის დროს მიცვალებულმა ხელი გაამოძრავა, ოჯახის წევრებმა კი ეს მხოლოდ მაშინ ნახეს ვიდეოში, როდესაც მამაკაცი უკვე დამარხული იყო (+18)
13:00:17     14-05-2020
ინდონეზიაში დაკრძალვის დროს გადაღებული ვიდეო ინტერნეტით მთელს მსოფლიოში გავრცელდა. მიზეზი ძალიან უცნაური მოვლენა გახდა, რომელიც კამერამ დააფიქსირა - მიცვალებულმა დაკრძალვის პროცესის მსვლელობისას ხელი გაამოძრავა, თუმცა ეს არავის შეუმჩნევია.
როდესაც ყველაფერი დასრულდა, ოჯახის წევრებმა მხოლოდ მაშინღა გადაწყვიტეს ვიდეოს ნახვა და სწორედ ამ დროს შენიშნეს მოძრაობა კუბოს მინიდან.
გავრცელდა მოსაზრება, რომ მამაკაცი ცოცხალი იყო, თუმცა ოჯახს ჰგონია, რომ ეს გარდაცვლილი ადამიანის რეფლექსი იყო და მეტი არაფერი, ამიტომ მისი ამოთხრა არც უფიქრიათ.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ადამიანის შეცდომით გარდაცვლილად გამოცხადების შანსი წარმოუდგენლად დაბალია. ისინი თვლიან, რომ ეს ნამდვილად უკანასკნელი რეფლექსი იყო, რომელიც არა ერთ გარდაცვლილს ახასიათებს - წერს გამოცემა The Sun.
Medical News Today- ის მიერ 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის სხეულებს დამოუკიდებლად შეუძლიათ მოძრაობა სიკვდილის შემდეგაც კი.