სამტრედიაში კომენდანტის საათის დროს ტექნიკის მაღაზია გაქურდეს
12:36:06     14-05-2020
სამტრედიაში კომენდანტის საათის დროს ტექნიკის მაღაზია გაქურდეს.
შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზია "ალტჰაუსიდან" წაღებულია მობილური ტელეფონები. დილით ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა, მაგრამ მომხდარის შესახებ მეტი დეტალი ცნობილი არ არის.
თუმცა თავად მაღაზიის თანამშრომლის თქმით, დღეს ხელმძღვანელმა ტექნიკის აღსაწერად გამოიძახა და მომხდარი ქურდობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.