"არაადამიანივით მექცეოდა, მაწამებდა..." - წარმატებულმა მოდელმა საკუთარი ქმარი ძალადობაში ამხილა
23:23:47     13-05-2020
33 წლის უკრაინელი მოდელი სნეჟანა ონოპკომ Instagram- ზე თავის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და მიმდევრებს მოუყვა, თუ როგორ ცუდად გრძნობს თავს მეუღლესთან დაშორების შემდეგ, რადგან მისი ყოფილი ქმარი ბიზნესმენი ნიკოლაი შური მას პირად ნივთებსაც კი არ უბრუნებს. უკრაინელი სუპერმოდელისთვის, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა მილანის, პარიზისა და ნიუ იორკის პოდიუმებზე, ანათებდა და არაერთხელ გამოჩნდა პრესტიჟული გამოცემების გარეკანებზე, ეს ნამდვილი შოკი იყო.
"გასაკვირი ისაა, რომ 10 წლიანი ქორწინების შემდეგ, ჩემი ყოფილი ყოფილი ქმარი არ მაძლევს ჩემს კუთვნილ ავტომობილს, პირად ნივთებსა და სამკაულებს - ეს ჩემთვის აუტანელი და შოკისმომგვრელია" - განუცხადა სნეჟანამ თაყვანისმცემლებს.
ამასთან, ქორწინებაა, რომელიც სიყვარულით, სინაზითა და ხანგრძლივი ნაცნობობით დაიწყო, სამწუხარო განვითარება მოჰყვა - გოგონამ აღიარა, რომ მისი მეუღლე ათი წლის განმავლობაში სცემდა, ამცირებდა და სასტიკად უსწორდებოდა - წერს Starhit. მოდელმა გაქცევა სცადა, მაგრამ მესაზღვრეებმა უკან დააბრუნეს. ერთი წლის წინ შური გაათავისუფლეს ციხიდან, სადაც ის თაღლითობისთვის იჯდა. ახლა კი ყოფილ მეუღლეს ფსიქოლოგიურად უსწორდება.
[I=2] როდესაც დავქორწინდით მე მასთან გადავედი, იმ წუთიდან დაიწყო ჩემი წამება. ჯერ მცემდა, არაადამიანივით მექცეოდა, მაწამებდა, მერე კი მუხლებზე იჩოქებდა და პატიებას მთხოვდა - განაცხადა მოდელმა.
ნიკოლაი უარს ამბობს განქორწინებაზე და ცდილობს მეუღლის დაბრუნებას, იმისდა მიუხედავად, რომ მას უკვე ჰყავს საყვარელი მამაკაცი. მაგრამ სნეჟანა არ განიხილავს გაერთიანების ვარიანტს, რადგან მისი ცხოვრება კოშმარი იყო.
”მე არასდროს მიმიმართავს პოლიციისთვის. ახლა უკვე ყველაფერზე ვარ წამსვლელი, რადგან არ დამვიწყებია, როგორ მაუპატიურებდა" - აღნიშნა სნეჟანამ.