ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსის 10 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  12:53:24     13-05-2020

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 10 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 242 271-ს მიაღწია.

ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 96 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 2 212-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 48 003 პაციენტი.