მეცნიერებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში პათოლოგიური ცვლილებები დააფიქსირეს
22:52:11     12-05-2020
მეცნიერებმა კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა ნაწილში პათოლოგიური ცვლილებები შენიშნეს, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაფიქსირდა - კვლევა ჟურნალ Radiology-ში გამოქვეყნდა.
სპეციალისტებმა შეისწავლეს 414 ადამიანის მონაცემები, რომლებსაც COVID-19 ჰქონდათ, ხოლო კომპიუტერული ტომოგრაფიული სურათების მესამედით ოდნავ ნაკლებმა გამოავლინა ნაწლავების სხვადასხვა სახის დარღვევა. მაგალითად, ზოგიერთ პაციენტში პნევმატოზის დიაგნოზი გამოვლინდა - მდგომარეობა, რომლის დროსაც აირები შეაღწევენ ნაწლავებში და იქ აყალიბებენ ჰაერის ცისტებს. გარდა ამისა, კოვიდინფიცირებულთა ნაწილში ასევე გამოვლინდა ნაწლავის იშემია, აგრეთვე ქოლესტაზი, ნაღვლის წარმოქმნის დარღვევა და ა.შ.
ამ პაციენტების საშუალო ასაკი 57 წელია, რომელთაგან უმეტესობას ინფექციის დროს მკურნალობის პროსეცში ხელოვნურ აპარატზე მიერთების საჭიროება გამოუვლინდა.