გგონიათ, კარანტინში უფრო და უფრო გიჟდებით? მაშინ თქვენ ეს არ გინახავთ - ბრიუს უილისი ყოფილ და ახლანდელ ცოლებთან, შვილებთან და მათ ბოიფრენდებთან ერთად იცავს თვითიზოლაციას
22:45:11     12-05-2020
ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრიუს უილისი თავის ახლანდელ და ყოფილ ცოლთან ერთად თვითიზოლაციაშია. თუმცა, ეს ყველაფერი არაა - მსახიობთან ასევე თავისი ხუთი შვილია, თითოეულს კი თავისი ბოიფრენდი ახლავს თან.
როგორც ჩანს, ისინი დროს ძალიან მხიარულად ატარებენ და საკარანტინო შეზღუდვები მათ განწყობაზე უარყოფითად ნამდვილად არ მოქმედებს.