ბოლო 24 საათში, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 114 შემთხვევა გამოვლინდა - ქვეყანაში კომენდანტის საათი დაწესდება

  13:18:17     12-05-2020

თურქეთში, ბოლო 24 საათში ინფიცირების ათას 114 შემთხვევა გამოვლინდა.

თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 4 დღიანი კომენდანტის საათი დაწესდება და ის 16-დან 19 მაისამდე გაგრძელდება. 

პანდემიის მიუხედავად, თურქეთი 2020 წლის ზაფხულში ტურისტების მიღებას აანონსებს.

რაც შეეხება სხვა მეზობლებს. რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, გარდაცვლილია 2009 ადამიანი. ლეტალობის მაჩვენებელი სომხეთში 46-მდე, აზერბაიჯანში კი 32-მდეა გაზრდილი.