რუსეთში კორონავირუსით 5 ჟურნალისტი გარდაიცვალა, 200-მდე კი ინფიცირებულია
13:00:00     12-05-2020
რუსეთში COVID-19-ით 5 ჟურნალისტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ ვლადიმერ სოლივიევმა განაცხადა. მისივე თქმით, სულ რუსეთში 200-მდე ჟურნალისტია ინფიცირებული.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 232 243-ს მიაღწია, აქედან 10 899 შემთხვევა ახალია. რუსეთი მსოფლიოში ამ მაჩვენებლით აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.