რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით ესპანეთსა და ბრიტანეთს გადაუსწრო და მსოფლიოში მეორე ადგილზეა
12:53:03     12-05-2020
რუსეთის Covid-19-თან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 899 შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 232 243-ს მიაღწია.
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით რუსეთმა ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთს გაუსწრო და გლობალური მასშტაბით მეორე ადგილზეა.
კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 2116-მდე გაიზარდა, მათ შორის, ბოლო 24 საათში, 107 ადამიანი გარდაიცვალა.
გამოჯანმრთელდა 43 512 პაციენტი.