"მოველი, სრულად შესრულდეს შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება"

  10:07:31     12-05-2020

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებას მიკრობლოგ "ტვიტერში" ეხმიანება.

"მოველი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ", - აცხადებს სენატორი რიში.

შეგახსენებთ, გუშინ, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც დიალოგის ორივე მხარეს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს.

ფასილიტატორების განცხადებით, შეთანხმება ორნაწილიანია: ერთი სააჩევნო სისტემაზეა, მეორე იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.