თუ შენიშნეთ, რომ ეს სიმპტომები დაგეწყოთ, მაშინ დროა, კორონავირუსზე ტესტი ჩაიტაროთ
23:32:46     11-05-2020
თავის ტკივილის, სუნთქვის გაძნელების, ხველისა და ტემპერატურის მატების გარდა პაციენტებში ეს სიმპტომები უფრო და უფრო ხშირად გვხვდება, ასე, რომ დააკვრიდით თქვენს სხეულს, თუ გაქვთ წითელასა და წითურას მსგავსი გამონაყარი, უყურადღებოდ არ დატოვოთ - აცხადებენ იტალიელი და ესპანელი ექიმები, რომლებიც კორონავირუსის დამატებით სიმპტომებს იკვლევენ - წერს გამოცემა Metro.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, ეს სიწითლე ყოველ მეხუთე პაციენტს აღენიშნება. სიწითლე ხშირია ინფიცირებულ მოზარდებსა და ბავშვებში. ექიმები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ ყურადღებით გააკონტროლონ ყველა ის სიმპტომი, რომელიც თან ახლავს ინფექციას, მაგრამ თუ მხოლოდ გამონაყარი არსებობს და სხვა სიმპტომები არ აღგენიშნებათ, ეს შეიძლება სხვა ინფექციას უკავშირდებოდეს.