ევროპის ცენტრში არქეოლოგებმა „მკვდარი ზონა“ აღმოაჩინეს
23:14:51     11-05-2020
დანიელმა არქეოლოგმა ფელიქს რიდესმა განაცხადა, რომ ტბა ლაჩერული ველი, რომელიც ევროპის ცენტრში, კონკრეტულად გერმანიის მთებში მდებარეობს, ადრე იყო ლაჩერული ვულკანის კრატერი, რომელმაც 13 ათასი წლის წინ შეწყვიტა არსებობა.
ამ ვულკანმა სერიოზულად იმოქმედა გვიანი პალეოლითის ხალხის ცხოვრებაზე.
”ვულკანმა ისეთი უზარმაზარი ფერფლი წარმოქმნა, რომ მის გარშემო მდებარე ადგილები ვულკანური მატერიის 50 მეტრიანი ფენით დაიფარა. ფერფლის მცირე ნაწილაკები კი მთელს ევროპაში მიმოიფანტა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გაციება დაიწყო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდა.
მკვეთრად შემცირდა ცხოველთა რიცხვი, რადგან ისინი ჭამდნენ ნაცარით დაფარულ მცენარეულობას და ამის გამო მათ ჯანმრთელობაზე სერიოზული პრობლემები დაეწყოთ. ძალიან დაზარალდნენ ადგილობრივებიც, რადგან ისინი ამ ადგილებში ნადირობდნენ” - განაცხადა მეცნიერმა.
50 წლის განმავლობაში ადგილობრივი მაცხოვრებლები ამ ადგილს ეტაპობრივად ტოვებდნენ, მაგრამ საუკუნის გასვლის შემდეგაც კი, ვულკანის გარშემო ფერფლის ფენა დარჩა, რამაც ლაჩერის გარშემო არსებული ტერიტორია "მკვდარ ზონად" აქცია.