თბილისში მამამთილი დააკავეს, რომელმაც რძალს "ფეისბუქის" მოხმარების გამო სცემა
16:06:59     11-05-2020
ოჯახში ძალადობის ფაქტზე პოლიციამ მამაკაცი დააკავა. როგორც ირკვევა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამამთილი რძალს ფიზიკურად გაუსწორდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამამთილმა რძალს ფეისბუქის მოხმარების გამო სცემა. მოძალადე მამაკაცი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.