"ამ ზომების მიღებით, ქვეყანას თავიდან ავაცილეთ კატასტროფა... ბრიტანეთში შეიძლება ნახევარი მილიონი ადამიანი დაღუპულიყო"

  08:41:10     11-05-2020

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში​ კორონავირუსით შეიძლება, ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაცვლილიყო.

როგორც მან, სპეციალური მიმართვისას განაცხადა, უკვე თითქმის ერთი თვეა, რაც გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას ცხოვრება თავისუფლების შეზღუდვის პირობებში უწევს. ქვეყანას კი, მსგავსი რამ, არასდროს უნახავს.

"მსხვერპლთა რიცხვი ტრაგიკულია, ტანჯვა უზარმაზარი და იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვგლოვობთ ყველას, ვინც დავკარგეთ, ფაქტია, რომ ამ ზომების მიღებით ჩვენ თავიდან ავაცილეთ ამ ქვეყანას კატასტროფა, რომლის ყველაზე ცუდი გონივრული სცენარით, მსხვერპლთა რიცხვი ნახევარი მილიონი იქნებოდა“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.