მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ გაქრა 1110 წელს მთვარე ციდან
23:23:53     10-05-2020
ათასი წლის წინ დედამიწის ატმოსფეროში ნაწილაკების ღრუბელი გამოჩნდა, რომელიც ძირითადად გოგირდისგან შედგებოდა. ამან გამოიწვია ცის დიდი დაბნელება, რომელმაც მთვარის ხილვადობა შეუმჩნეველი გახადა. სხვადასხვა წყაროების თანახმად, ეს მოვლენა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მეცნიერებმა, საბოლოოდ, ამ ფენომენის მიზეზი ამოხსნეს.
მკვლევარებმა შეისწავლეს გრენლანდიის ყინულის ნიმუშები და აღმოაჩინეს ვულკანური გოგირდის აეროზოლები, რომლებმაც ერთ დროს სტრატოსფეროში მიაღწიეს. აღმოჩნდა, რომ ისინი მიეკუთვნებოდნენ იაპონურ ვულკან ასამაას, რომელიც 1108 წელს ამოიფრქვა. მის მიერ ამოღებული გოგირდი მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოიცავდა თითქმის მთელ დედამიწას.
მაგრამ მთვარე უბრალო ამოფრქვევის გამო ვერ გაქრებოდა. დამატებითმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა კიდევ ერთ მიზეზს - მთვარის დაბნელებას, რამაც ილუზიური ეფექტი გამოიწვია და მთვარე მთლიანად უხილავი გახდა. იმ დროს აღნიშნული მოვლენა ხშირად მეორდებოდა. 1110-დან 1120 წლამდე "მთვარის გაუჩინარება" რამდენჯერმე დაფიქსირდა.