6-7 აგვისტოს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული „შატილობა“.

  11:25:24     05-08-2011

6-7 აგვისტოს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. 
გრანდიოზული ფოლკლორული კონცერტი, შეჯიბრებები, მკლავჭიდი, ქართული ჭიდაობა, მშვილდისრის სროლა, ცხენების დოღი, გაამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულო, ხევსურული ლუდი... ორდღიანი პროგრამა დატვირთულია სიურპრიზებით, ღამე დაინთება დიდი საერთო კოცონი.

გამომდინარე შეფერხებებიდან, გამგეობამ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გადაწყვიტა რომ შატილობა ჩატარდეს 6-7 აგვისტოს, და ეს თარიღი შენარჩუნდეს მომავალ შატილობებზეც.

შატილობის პროგრამა
6 აგვისტო
12-სთ “შატილობის” გახსნა
13-სთ ლუდის კოდის დალოცვა
14-სთ ცხენოსნობა (დოღი)
16-სთ ქართული ჭიდაობა
16-სთ მკლავჭიდი
18-სთ ხრიდოლი
19-სთ გალა კონცერტი, მოძრაობის თეატრი
ხევსურული ლხინი ღამის კოცონთან
7 აგვისტო
ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება
http://www.khevsureti.ge/

ორგანიზატორები: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაცია

http://khevsureti.ge/?p=1183