„მალე ყველა წამყვანი მოდის ჟურნალი მასზე დაიწყებს ბრძოლას“ - სტილისტმა უსახლკარო მამაკაცს თმა და წვერი შეჭრა და აღმოჩნდა, რომ მოუწესრიგებელი იერის მიღმა ძალიან სიმპათიური სახე იმალებოდა

  22:55:45     10-05-2020

რამდენიმე დღის წინ Tik-Tok-ში გამოჩნდა ვიდეო, თუ როგორ ახერხებს სტილისტი რამდენიმე წუთში უსახლკარო ბიჭის სუპერმოდელად გადაქცევას, ვისთვისაც მალე ყველა წამყვანი მოდის ჟურნალი დაიწყებს ბრძოლას. ცნობილი ხდება, რომ ამ მამაკაცის სახელი მაიკლია და ის ქუჩაში ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო მოხვდა.  ვიდეოს უკვე 17,5 მილიონი ნახვა აქვს და რეკორდული რაოდენობის კომენტარი - წერს Metro.

ამერიკელი სტილისტი ჯეისონ შნაიდმანი ხშირად არის დაკავებული ღარიბ რაიონებში სეირნობითა და უსახლკაროთა მოწესრიგებით. ის ეხმარება ადამიანებს ტრანსფორმაციაში. ბიჭი თვლის, რომ ვარცხნილობის ახალ სტილს შეუძლია ადამიანის განწყობა და ცხოვრებაც კი შეცვალოს. ჯეისონი ლოს-ანჟელესში მოღვაწე წარმატებული ბარბერია, რომელიც ვარსკვლავებთან მუშაობს, ჰყავს ოჯახი და ბედნიერია, თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. მან მაიკლს თავისი ისტორიის შესახებ უამბო, ამით ეცადა, უსახლკარო სიმპათიური მამაკაცისთვის ერთგვარი სტიმული მიეცა:

„30 წლის ხარ? 32 წლის ასაკში მე თვითონ ვიყავი მსგავს სიტუაციაში.  ნარკოტიკებზე მძიმედ ვიყავი დამოკიდებული, დიდძალი ვალი დავიდე, არა ერთხელ დამაპატიმრეს. 60 კილოგრამი დავიკელი. ახლა? ახლა ცნობილი სტილისტი ვარ, მყავს ორი შვილი და მოსიყვარულე ცოლი. მეგობარო, შენ მთელი ცხოვრება წინ გაქვს, ყველაფერი არ იკარგება, გული არ დაკარგო“ - უთხრა ჯეისონ შნაიდმანმა მაიკლს.

ბევრმა ცნობილმა ადამიანმა უკვე გამოთქვა მაიკლის გაცნობის სურვილი და დიდია იმის შანსი, რომ მალე ის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დიდსულოვანი სტილისტის წყალობით დადგება.