დაინფიცირებულები და კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამები გვერდიგვერდ არიან მოთავსებული - ინტერნეტში საზარელი ვიდეო ვრცელდება (+18)

  14:17:43     08-05-2020

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ინდოეთში, მუმბაის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაღებული. მასში ასახულია სტაციონარის დიდი განყოფილება, რომელშიც კოვიდინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ, ცოცხალი პაციენტბის გვერდით კი მოთავსებულია ინფექციით გარდაცვლილთა გვამები.

ვიდეო გააზიარა მაჰარაშტრას საკანონმდებლო ასამბლეის წევრმა, ნიტუშ რაინმა, რომელმაც დაუშვებლად მიიჩნია აღნიშნული ფაქტი. ამის შემდეგ ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ხოლო საავადმყოფოს მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ ნამდვილად არის პრობლემები: ხშირად ნათესავები უარს ამბობენ CoViD-19-ით დაღუპულთა ცხედრების წაღებაზე.

ინდოეთში ინფიცირებულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა. იზოლაციის რეჟიმი ქვეყანაში გაგრძელდა 17 მაისამდე.