მოსკოვში, ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარედ ვიცე-ადმირალი გარდაცვლილი იპოვნეს

  23:45:13     07-05-2020

მოსკოვში, დუბრავნაიას ქუჩაზე მდებარე მაღაზიასთან 73 წლის სამხედრო მოხელე, ვიცე-ადმირალი ნიკოლაი ბირილო გარდაცვლილი იპოვნეს. მარკეტიდან გამოსვლის შემდეგ მან მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოახერხა.

წინასწარი მონაცემებით, ადმირალი გულის მწვავე უკმარისობით დაიღუპა. ინციდენტის თვითმხილველები მის დახმარებას ცდილობდნენ, მაგრამ ბირილო უკვე დაღუპული იყო.

ნიკოლაი ბილილო იყო რუსეთის ვიცე-ადმირალი. ცივი ომის დროს მსახურობდა სსრკ საზღვაო ძალების გემების მერვე ესკადრის მეთაურის მოადგილედ, რომელიც შეიქმნა 1971 წელს. ესკადრილი უზრუნველყოფდა საბჭოთა კავშირის მატარებლებისა და ტანკერების უსაფრთხოებას, რომლებიც გადიოდნენ ომანისა და სპარსეთის ყურეში, 1980-1989 წლების ირან-ერაყის ომის დროს. ვიცე-ადმირალს მიენიჭა მედლები და წითელი ვარსკვლავის ორდენი.