დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსი დაუდასტურდა
22:10:42     07-05-2020
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
CNN-ის ინფორმაციით, ის საზღვაო ძალების ელიტური ქვედანაყოფის წევრია, რომელიც პრეზიდენტს თანაშემწეობას თეთრ სახლში უწევს.
როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლის თერაპევტმა პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს COVID19-ზე ტესტი გაუკეთა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ტრამპისა და მაიკ პენსის ტესტის შედეგი კორონავირუსზე უარყოფითია.