Eurofighter - ისტორია მეორდება

  19:38:01     04-08-2011

ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპულ ავიამშენებელმა კონცერნ EADS-მა საკმოად თამამი ნაბიჯი გადადგა. ეს ორგანიზაცია კონსორციუმ "ევროფაიტერის" აქციების 46 პროცენტის მფლობელია. შესაბამისად კონსორციუმის საქმიანობაში მას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ამ შემთხვევაში საქმე ინდროეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხება. მასში გამარჯვების შემთხვევაში, ტენდერის ფინალისტი ინდურ მხარეს 126 მრავალფუნქციურ გამანადგურებელს მიაწვდის. ამჟამად ტენდერში, რომლის ფინალისტიც წლის ბოლოს დასახელდება, მხოლოდ ორი მონაწილე დარჩა - ეს არის ევროპული Typhoon და ფრანგული Rafale.

გამანადგურებელი Typhoon სწორედ "ევროფაიტერის" პირმშოა. ინდურ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში კი ევროპა ინდოეთს თვითმფრინავის საგემბანო მოდიფიკაციის შექმნაში წამყვან როლს შესთავაზებს. გარკვეულ წილად ეს ერთგვარ ქრთამს წარმოადგენს. თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი კანონიერად მოხდება. ეს ნაბიჯი "ეფროფაიტერის" კონსორციუმს ტენდერში ჯამარჯვების მეტ შანსს აძლევს. დამატებითი შანსები კი ამ საქმეში ზედმეტი არ არის. ტენდერში გამარჯვეული კომპანია ინდური მხარისგან 126 თვითმფრინავის მოსაწოდებლად, 10.4 მილიარდ ღირებულების კონტრაქტს მიიღებს.

გარდა ამისა ევროპა ინდოეთს პარტნიორობასაც სთავაზობს. ამჟამად "ევროფაიტერის" მოწილე ქვეყნები დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია და იტალია არიან. სწორედ მათი ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ეს თვითმფრინავი. თუმცა რეალური მოლაპარაკებები მხოლოდ ტენდერში გამარჯვების შემდეგ დაიწყება. იქამდე კი პერსპექტივების მიუხედავათ, ის მხოლოდ სოლიდურ შემოთავაზებათ დარჩება, რომელმაც ინდოეთი წესით უნდა დააფიქროს.

"ევროფაიტერმა" ინდროეთს Typhoon-ის საგემბანო ვერსია, პირველად 2011 წლის თებერვლის დასაწყისში შესთავაზა. თავდაპირველად საუბარი მხოლოდ თვითმფრინავების ერთობლივ წარმოებაზე და ინდური მხარისთვის თვითმფრინავში გამოყენებული გარკვეული ტექნოლოგიების გადაცემაზე იყო. მაგრამ როგორც ჩანს ევროპული კონცერნი ვა-ბანკზე მიდის და ინდოეთს სერიოზულ პარტნიორობას სთავაზობს. როგორც ჩანს "ევროგამანადგურებელს" ფრანგული "რაფალის" სახით სერიოზული კონკურენტი ყავს. ალბათ სწორედ ამ გარემოებამ აიძულა ასეთი ნაბიჯის გადადგმა. არადა თავის დროზე ფრანგული გამანადგებელი სწორედ Typhoon-ის პროექტირებისას წარმოქმნილი უთანხმოების გამო შეიქმნა.

1980-იანი წლების დასაწყისში ევროპის ქვეყნების სამხედრო საჰაერო ძალებში რთული სიტუაცია შეიქმნა. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის შეიარაღებაში არსებული მეორე და მესამე თაობის გამანადგურებლები მოძველდნენ და ახალი თაობის თვითმფრინავებით შეცვლას საჭიროებდნენ. თავის მხრივ ამერიკა, რომელიც წარსულში, ევროპაში საავიაციო ტექნიკის მთავარი მიმწოდებელი იყო, ცდილობდა ხელიდან არ გაეშვა ბაზრის ეს მნიშვნელოვანი სეგმენტი და ევროპას თავისი F-16 შესთავაზა.

მაგრამ ევროპულ სახელმწიფოებს ამ მხრივ საკუთარი მოსაზრებები გააჩნდათ. იმ პერიოდისთვის მათი საავიაციო მრეწველობა საკმაოდ მაღალ დონეზე ქონდათ განვითარებული და აშშ-ში დამზადებული თვითმფრინავების შეძენა უპირველეს ყოვლისა მათ ნაციონალურ პრესტიჟზე იმოქმედებდა. მეორეს მხირვ კი ეკონომიკურ ასპექტებთან ერთად მათ არ სურდათ თავიანთი ხალხისთვის სამუშაო ადგილების დაკარგვა, მრეწველობის ისეთ დარგში როგორიცაა ავიამშენებლობა. ამის გამო ევროპის რიგმა ქვეყნებმა ახალ თვითმფრინავზე დამოუკიდებლად დაიწყეს მუშაობა.

ყველა სახელმწიფოს პროექტს ბევრი სართო რამ გააჩნდა. თვითმფრინავები გამოირჩეოდნენ კონსტრუქციის სიმარტივით, მცირე ასაფრენი მასით და ძლიერი შეიარაღებით. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. თანამედროვე გამანადგურებელი ძალიან რთულ ტექნოლოგიებს და დიდი კაპიტალ-დაბანდებებს მოითხოვდა. ამიტომაც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის მონაწილეობით კონსორციუმი შეიქმნა. შემდგომში მას "ევროფაიტერი" დაექმევა. ხუთივე ქვეყანას ერთობლივი ძალისხმევით პერსპექტიულ თვითმფრინავზე ერთად უნდა ემუშავა. ყოველ მონაწილე ქვეყანას პროექტში გარკვეული თანხა უნდა ჩაედო, რომლის მიხედვითაც მისი წილის ოდენობა განისაზღვრებოდა.

პირველი უთანხმოებები თანამონაწილეებს შორის კერ კიდევ თვითმფრინავის იერის ფორმირებისას წარმოიშვა. ფრანგული მხარე თვლიად რომ თვითმფრინავის მრავალფუნქციონირებიდან გამომდინაე უპრიანი იქმნებოდა მისი საგემბანო მოდიფიკაციის შექმნა. შესაბამისად ავიამზიდზე განსათავსებლად, მისი მაქსიმალური წონა გაკვეულ ლიმიტს არ უნდა გასცდენოდა. საფრანგეთის არგუმენტებმა ვერ დაარწმუნა მისი ოპონენტები. უთანხმოების გამო საფრანგეთმა დატოვა კონსორციუმი და საკუთარ პროეტზე დაიწყო მუშაობა, რომელსაც ცოტა ხანში Rafale დაერქმევა.

როგორც ჩანს თავის დროზე კონსორციუმის მონაწილეებს საფრანგეთისთვის რომ დაეჯერად, არც "რაფალი" შეიქმნებოდა და არც ინდოეთისთვის მოუწევდათ ასეთი სოლიდური პირობების შეთავაზება.

თავის მხრივ, ინდოეთს, Typhoon-ის საგემბანო მოდიფიკაციის მიმართ ჯერ-ჯერობით არანაირი ინტერესი არ გამოუხატავს. საქმე იმაშია რომ ამჯამად რუსეთში ინდოეთის დაკვეთით ავიამზიდ "ვიკრამადიტიას" (ყოფილი "ადმირალ გორშკოვი") მოდერნიზაცია მიმდინარეობს. ინდოეთს ის 2012-22013 წლებში გადაეცემა. ამავე ავიამზიდის ავიაფრთის შემადგენლობაში, რუსული წარმოების МиГ-29К/КУБ-ს ტიპის საგემბანო გამანადგურებლები შევლენ. ინდოეთმა 16 ასეთი თვითმფრინავი შეიძინა. პერსპექტიულ ინდურ ავიამზიდებზე კი, იმპორტირებულ საგემბანო გამანადგურებლებთან ერთად ინდოეთი სამამულო საგემბანო თვითმფრინავების გამოყენებას გეგმავს. სწორედ ამ "იმპორტირებულ გამანადგურებელთა" რიცხვში სურს ევროპას Typhoon-ის საგემბანო მოდიფიკაციის "შეტენვა".