
სენაკის ტყეში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვნეს
00:57:39     07-05-2020
სენაკის მუნიციპალიტეტში 28 წლის მამაკაცი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. უცნობია ასევე სხვა დამატებითი გარემოებები.
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.