რუსეთში მიტროპოლიტი იონა კორონავირუსით გარდაიცვალა
16:26:03     04-05-2020
მოსკოვის ეკლესიის წინამძღვარი მიტროპოლიტი იონა (კარპუხინი) კორონავირუსით გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.
"2020 წლის 4 მაისს, ღამით, მოსკოვის 50-ე საავადმყოფოში, კორონავირუსის ინფექციით მიტროპოლიტი იონა (კარპუხინი) 79 წლის ასაკში გარდაიცვალა - ნათქვამია ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის მარტში, წმიდა სინოდმა სასულიერო პირი მიტროპოლიტად აკურთხა. 2016 წლის ივლისში, იონას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 75 წლის ასაკში უვადო შვებულებაში გაუშვეს.