იტალიაში ორთვიანი კარანტინი დასრულდა
14:14:57     04-05-2020
გასულ დღე-ღამეში ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდულად დაბალი მონაცემები დაფიქსირდა.
საფრანგეთში ბოლო 24 საათში 135 ადამიანი გარდაიცვალა. იტალიაში - 174. დღეიდან ქვეყანაში ორთვიანი კარანტინი სრულდება და შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. გაიხსნება პარკები და სკვერები, ნებადართული იქნება გარეთ ვარჯიში და ნათესავებთან სტუმრობა.
გასულ 24 საათში გარდაცვალების 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა ესპანეთში, რომელიც დღეიდან საკარანტინო ზომების შემსუბუქებას იწყებს.