
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 10 581 შემთხვევა დადასტურდა, 76 პაციენტი კი დაიღუპა
12:48:09     04-05-2020
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 10 581 შემთხვევა დადასტურდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში 145 268-ს მიაღწია.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში ინფექციით 76 ადამიანი დაიღუპა. სულ, COVID-19-ით ოკუპანტ მეზობელ ქვეყანაში 1356 ადამიანი დაიღუპა
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 18 095 ადამიანი, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 125 817-ს შეადგენს.