რა კავშირია D ვიტამინის დეფიციტსა და COVID-19-ს შორის?

  23:35:24     03-05-2020

აღმოსავლეთ ინგლისის მკვლევარებმა მოულოდნელი აღმოჩენის შესახებ განაცხადეს - ვიტამინ D-ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. 

მეცნიერებმა შეადარეს ორგანიზმში D ვიტამინის საშუალო დონე სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლებში, ასევე COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 

ისეთ ქვეყნებში, სადაც მოქალაქეებს აქვთ ნივთიერებების დეფიციტი, უფრო მეტი იყო ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობა. ეს ქვეყნები იყო იტალია, ესპანეთი და შვეიცარია.

მრავალი აღიარებული რისკ-ფაქტორია დაავადებისა და კორონავირუსული ინფექციის გართულებებისა, რომლებიც ემთხვევა რისკ ფაქტორებს D ვიტამინის ქრონიკული დეფიციტით. ის ქრონიკული დაავადებები, რომლისგანაც პაციენტები დაიღუპნენ, სწორედ D ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. 

ასევე, ადამიანებს, რომლებიც ასაკისა თუ სხვა მიზეზის გამო რისკ ჯგუფში შედიან, D ვიტამინის დეფიციტი აღენიშნებათ სწორედ ასაკისა და დაავადებებისგან გამომდინარე.

”COVID-19– ისთვის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი D ვიტამინის მაღალი დეფიციტის მქონე მოსახლეობაა“ - განაცხადეს მეცნიერებმა, რომლებიც იმედოვნებენ, რომ მზიანი ამინდების დადგომასთან ერთად, ვირუსი ნელ-ნელა შესუსტდება.