სახელისუფლო ძალებმა ჰამა დაიკავეს
13:19:32     04-08-2011
სირიის სახელისუფლო ძალებმა, დღეს დილით ქალაქ ჰამას ცენტრალური ნაწილის დაკავება შეძლეს. ეს ქალაქი, როგორც ცნობილია, ქვეყნის დედაქალაქ დამასკოდან 2010 კილომეტრითაა დაშორებული. სირიის არმიის სატანკო დივიზიებმა, თავდაპირველად, დარტყმა ჰამის ცენტრალურ მოედანს მიაყანეს, რის შემდეგაც მასზე დისლოცირება განახორციელეს. შტურმის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
გასულ კვირას, ადგილობრივ ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, ჰამაში დაახლოებით ასამდე ადამიანი იქნა მოკლული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ, სირიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ვერc გასულ კვირას მოახდინა რეზოლუციიის პროექტზე შეთანხმება.