ავჭალაში მამაკაცი დაჭრეს
19:28:43     02-05-2020
თბილისში, ავჭალაში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთი მათგანი დაიჭრა.
სამართალდამცავებმა კონფლიქტში მონაწილე პირი მალევე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.