უკრაინაში COVID-19-ით 2 154 მედიკოსი დაინფიცირდა, 16 ექიმი კი გარდაიცვალა
19:10:02     01-05-2020
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით 2 154 სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალებები ავრცელებენ.
სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 10 861 შემთხვევა. კერძოდ, დაავადება 754 ბავშვსა და 2 154 ექიმს დაუდასტურდა.
აღსანიშნავია, რომ ვირუსს ქვეყანაში 16 ექიმი ემსხვერპლა. უკრაინაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 455 შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობამ 10 406-ს მიაღწია. საერთო ჯამში, ინფექციით 261 ადამიანი დაიღუპა, 1238 კი გამოჯანმრთელდა.