ამერიკელი მეცნიერები: კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2022 წლამდე გაგრძელდება
14:30:19     01-05-2020
"ბლუმბერგის" ინფორმაციით, მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, ორი წლის განმავლობაში, 2022 წლამდე გაგრძელდება.
ექსპერტთა აზრით, ვირუსი კონტროლს მანამ არ დაექვემდებარება, სანამ მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედს იმუნიტეტი არ გამოუმუშავდება. ცენტრის ანგარიშის თანახმად, იმის გამო, რომ ინფექციას შეუძლია გავრცელდეს ადამიანებისგან, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, ვირუსის გაკონტროლება უფრო რთულია, ვიდრე გრიპის.
"ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რისკების შესახებ კომუნიკაციის სტრატეგია უნდა მოიცავდეს იმ კონცეფციას, რომ ეს პანდემია მალე არ დასრულებულა, ადამიანები კი მზად უნდა იყვნენ დაავადების შესაძლო პერიოდული აღმავლობისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, - აღნიშნავენ მეცნიერები.