11 წლის გოგონა გერი ძმისგან დაორსულდა
23:46:01     30-04-2020
რუსეთში, ვორონეჟის რაიონის სოფელ იაჩეიკაში, 11 წლის გოგონა, რომელიც მიმღებ ოჯახში აღიზარდა, გერი ძმისგან დაორსულდა. მისი თანაკლასელის თქმით, ბავშვის მამა სწორედ ის ბიჭია, რომელთან ერთადაც ერთ ოჯახში იზრდებოდა.
როგორც გამოცემა Life წერს, გოგონას ორსულობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებას გადიოდა. არასრულწლოვანი ორსულობის მე -15 კვირაში იყო.
როგორც გოგონას დედობილმა განაცხადა, მან შენიშნა მოზარდების განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა, მაგრამ ჩათვალა, რომ ბავშვებმა უბრალოდ კარგად გაუგეს ერთმანეთს და ამიტომ, ამ გარემოებისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია.
ოჯახში შვიდი ბავშვი იზრდება და შვიდივე მათგანი ვალენტინა ს.-მ იშვილა. გოგონა 2012 წელს აიყვანა - მაშინ ის სულ პატარა იყო, ხოლო ბიჭი, რომელიც მცირეწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ეჭვმიტანილი, ორი წლის წინ იშვილა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.