ტაილანდში, კარანტინით გაღიზიანებულმა მამაკაცმა, ცოლი მე-7 სართულიდან გადმოაგდო

  13:58:14     30-04-2020

"დეილი მეილის" ინფორმაციით, ტაილანდში ბრიტანეთის მოქალაქე 46 წლის დეივ მიტჩელი დააკავეს. მამაკაცმა თავისი მეუღლე, ტაილანდის მოქალაქე 56 წლის სუკანდა მე-7 სართულის აივნიდან გადააგდო.

გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცი, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული აკრძალვების გამო ზედმეტად გაღიზიანებული იყო.

საბედნიეროდ, ქალი მოპირდაპირე კორპუსის სახურავზე დაეცა და გადარჩა. ქალმა, რომელიც დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციას უთხრა, რომ ის და მისი ქმარი კამათობდნენ, როდესაც მან ის აივნიდან გადმოაგდო. 

თავის მხრივ, დეივ მიტჩელი პოლიციასთან აცხადებს, რომ ძალიან დასტრესილი იყო, რადგან კორონავირუსის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო მან დიდ ბრიტანეთში დაბრუნება ვერ მოახერხა და მთელი დღე სახლში ყოფნა უწევდა, რამაც ცოლთან კამათი გამოიწვია.