ევროკავშირში მოგზაურობის მსურველთათვის, შესაძლოა, სპეციალური COVID-პასპორტები გახდეს საჭირო
10:24:33     30-04-2020
ევროკავშირის ქვეყნები მოგზაურებისთვის ე.წ. COVID-პასპორტების გაცემის საკითხზე მსჯელობენ.
The Sun-ის ინფორმაციით, საკითხი ბლოკის სახელმწიფოების ტურიზმის მინისტრებმა ვიდეოკონფერენციაზე განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ეს ევროკავშირის თავმჯდომარეს ქვეყნის, ხორვატიის ტურიზმის მინისტრმა, გარი კაპელიმ დაადასტურა.
"გადავწყვიტეთ კრიზისიდან გამოსვლის საერთო გეგმა შევიმუშაოთ. ეს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი პროტოკოლების შექმნას ითვალისწინებს. მინისტრები შევთანხმდით, რომ უნდა შეიქმნას საერთო დოკუმენტი პირობითი სახელწოდებით COVID-პასპორტი, რომელიც ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე იმოქმედებს“, - განაცხადა კაპელიმ.