"გულს გვტკენს იმის მცდელობა, რომ დასავლური ქვეყნები კორონავირუსის პანდემიაში ჩინეთს ადანაშაულებენ"
07:29:47     30-04-2020
რუსეთს აღელვებს ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მცდელობა, კორონავირუსის პანდემიაში ჩინეთი დაადანაშაულონ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"მსურს გითხრათ, რომ გულს გვტკენს მცდელობა, რომელიც რომელიმე ერთი მხარისკენ თითის გაშვერას გულისხმობს. აშშ ადანაშაულებს ჩინეთს. ჩინეთის წინააღმდეგ ბრალდებები გაახმაურეს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც (საფრანგეთსა და გერმანიაშიც). მოგვიანებით, რასაკვირველია, მისი წარმოშობის მიზეზებიც უნდა გავარკვიოთ. მეცნიერების პროგნოზით, კორონავირუსი კვლავ დაბრუნდნა და სეზონური გრიპებისა და დაავადებების მსგავსად მუდმივად იარსებებს ჩვენთან. ამიტომ, მისი წარმოშობის მიზეზების შესწავლა აუცილებლად დაგვჭირდება," - განაცხადა ლავროვმა.