დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 108 მედიკოსი დაიღუპა

  17:22:52     29-04-2020

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ჯანდაცვის 108 მუშაკი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ბრიტანეთის პირველმა სახელმწიფო მდივანმა, დომინიკ რააბმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

"ვუთანაგრძნობ მათ მეგობრებსა და ოჯახებს ამ ურთულეს დროს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათთვის, რაც შეგვიძლია“,- აღნიშნა რააბმა.

გაერთიანებულ სამეფოში, საერთო ჯამში, კოროანვირუსის 161 145 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ბრიტანეთში 21 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.