იაპონიის პრემიერი: პანდემიის პირობებში ოლიმპიადის ჩატარება შეუძლებელია
17:10:50     29-04-2020
იაპონიის პრემიერ მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რომ ტოკიოში ოლიმპიადის ჩატარება შეუძლებელი იქნება, თუკი კორონავირუსული პანდემია არ დამარცხდება.
”ოლიმპიადა და პარაოლიმპიადა უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი ფორმატით, რათა სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს გარანტირებული ჰქონდეთ უსაფრთხოება. თუ პანდემია არ დამარცხდება, თამაშები ვერ გაიმართება,” - განაცხადა აბემ.
მარტის ბოლოს, აბემ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა ტომას ბახმა გამართეს მოლაპარაკებები, რის შემდეგაც გამოცხადდა, რომ შეუძლებელი იყო 2020 წლის ზაფხულს თამაშების ორგანიზება ტოკიოში. კონკურსი შემდეგი წლისთვის გადაიდო. ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე.