გერმანიამ საერთაშორისო მოგზაურობაზე აკრძალვა 14 ივნისამდე გაახანგრძლივა - "ჯერ იმ ეტაპზე არ ვართ, რომ მოგზაურობის რეკომენდაცია გავცეთ"
16:48:28     29-04-2020
გერმანიამ საერთაშორისო მოგზაურობაზე აკრძალვა 14 ივნისამდე გაახანგრძლივა.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მასმა განაცხადა.
"ჩვენ ჯერ იმ ეტაპზე არ ვართ, რომ მოგზაურობის რეკომენდაცია გავცეთ. აუცილებელია მოგზაურობის აკრძალვა ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს“,-განაცხადა მაასმა.
ცნობისთვის, გერმანიაში კორონავირუსის 160 000 შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანაში ვირუსს 6300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.