
ივანიშვილის კლანის მსხვილი კორუფციული სქემა და ბიზნეს-რეკეტი საბაჟოზე - 200 მილიონი წლიურად
16:14:02     29-04-2020
გაშიფრულია კიდევ ერთი მსხვილი კორუფციული სქემა, რომლის სათავეში ივანიშვილის ოჯახური კლანი დგას.
საქმე ეხება საბაჟოზე ტვირთების ხელოვნურ გაჩერებას, ბიზნესების "ახევას", არალეგალური წილების მოთხოვნასა და კორუფციას...
[I=2]კერძოდ, ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების ყოფილი თანამშრომლის, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის კურატორის, ვლადიმერ ხუნდაძის მეშვეობით, ოლიგარქის ოჯახური კლანი, ერთი მხრივ, მდიდრდება, მეორე მხრივ კი, კონკურენტებს იშორებს.
სამანქანო და სარკინიგზო ტვირთები - ეს ის თემებია, რომლის მონოპოლიას ივანიშვილის ოჯახური კლანი წლებია უკვე აქტიურად ცდილობს.
სქემა ასეთია: სხვადასხვა პირის მეშვეობით, გადამზიდავებსა თუ მსხვილ იმპორტიორებს, ივანიშვილის ოჯახური კლანი (კერძოდ, უჩა მამაცაშვილი), კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს. უარის შემთხვევაში კი, მათ ტვირთებს, ვლადიმერ ხუნდაძის საშუალებით საბაჟოზე გაურკვეველი დროით აჩერებს, რის გამოც, ბიზნესის მფლობელები ხშირად გაკოტრების რისკის ქვეშ დგებიან.
[I=5]წინადადება კი, რომელსაც აზერბაიჯანელ, სომეხ, ქართველ და თურქ ბიზნესმენებს სთავაზობენ, ძირითადად, არალეგალური წილის - ქრთამის გადახდაში ან მონოპოლიებისთვის ველის მოსუფთავებაში გამოიხატება.
კორუფციული სქემა, რომელიც აქტიურად მუშაობს, წლიურად 200 მილიონამდე ლარს ტოვებს.
ერთერთი ასეთი სქემით შეწუხებულმა ბიზნესმენებმა გაბედეს და ხმამაღლა თქვეს, თუ რა ხდება საბაჟოზე, ე.წ. გადამზიდავებთან დაკავშირებით.
გადამზიდავების თქმით, რუსეთის მოქალაქე ფელიქს ხუდოევის სახით, ივანიშვილის ხელისუფლება მათ არალეგალური წილის გადახდას ან "გვერდზე გაწევას" აიძულებს.
თუმცა, სქემა, რომელიც ივანიშვილის ოჯახური კლანის მიერ დამუშავდა და რომელსაც საბაჟოზე შემოსავლების სამსახურის უფროსი, ვლადიმერ ხუნდაძე კურირებს, მხოლოდ გადამზიდავებს არ ეხება.
არეკეტებენ ყველას, იმპორტსა თუ რეექსპორტზე მომუშავე მსხვილ ბიზნესმენებს, რომლებსაც პირდაპირი თუ ირიბი კავშირი არ აქვთ ივანიშვილის ოჯახურ კლანთან და საქართველოს გავლით სომხეთში, აზერბაიჯანსა თუ თურქეთში მოძრაობენ.
[I=3]ვინ არის ვლადიმერ ხუნდაძე და რატომ მიჩქმალეს ავარია, რომელსაც სახელმწიფო მანქანა შეეწირა?
ვლადიმერ ხუნდაძე წლების განმავლობაში ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების: “ბურჯისა” და “ატუს” თანამშრომელი იყო.
მას, ივანიშვილის კომპანიებისათვის სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ტვირთების განბაჟება და ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება ევალებოდა.
მოგვიანებით, ივანიშვილის ოჯახური კლანის გადაწყვეტილებით, ხუნდაძე საბაჟოს უფროსად დანიშნეს. სწორედ აქედან დაიწყო მსხვილი კორუფციული სქემების დამუშავება.
სანაცვლოდ კი, ხუნდაძეს სრული ხელშეუხებლობის გარანტიები მისცეს.
მაგალითად: როდესაც ის უკვე აღარ იყო საბაჟოს უფროსი, მაინც სარგებლობდა სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანით.
მეტიც, მან, სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანა (პაჯერო) მუხაწყაროში (სადაც ძვირადღირებულ სახლს ფლობს), ავარიის შედეგად დაამტვრია. საქმე ჩაფარცხეს, ხოლო საბაჟოს, ბიუჯეტის ფულით, ახალი მანქანა უყიდეს. ხუნდაძე კი საქართველოს ფოსტაში დაასაქმეს. თუმცა, მას, ფოსტიდანაც არ შეუწყვეტია საბაჟოს არალეგალურად მეთვალყურეობა.
ხოლო 2019 წლიდან, ვლადიმერ ხუნდაძე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს და საბაჟოს კურატორობა ჩააბარეს.
[I=4]"ლადო ხუნდაძე შავ საქმეს საბაჟოს ყოფილი მარალჩინოსნების - ლეგაშვილისა და ტოგონიძის გამოყენებით აკეთებს.
ისინი, ფელიქს ხუდოევთან ერთად იკრიბებიან სხვადასხვა ბარებსა თუ სასტუმროებში.
მაგალითად, ხშირად იყვნენ “ტიფლის ვერანდაზე”, სადაც პრობლემურ საკითხებს განიხილავდნენ და პოტენციურ მსხვერპლს ხვდებოდნენ.
იქვე ხდებოდა ანგარიშსწორებაც", - გვიყვება ბიზნესმენი, რომელიც პირადად გახდა ამ კორუფციული სქემის მსხვერპლი.
ივანიშვილის ოჯახური კლანის მიერ დამუშავებული მსხვილი კორუფციული სქემების, საბიუჯეტო სახსრების მითვისების, კორუფციის, რეკეტისა და სახელმწიფო ქონების მისაკუთრების პარალელურად კი, ჩვენს ქვეყანაში 70 ათასი ბავშვი შიმშილობს, ასეულობით ათასს ადამიანს კი სამსახური არ აქვს.
თუმცა, დღევანდელი ხელისუფლება მათთვის ვერ იცლის - შეიძლება ითქვას რომ ილიგარქის გამდიდრების ხელშეწყობითაა დაკავებული.