შურისძიება პირდაპირ საავადმყოფოში - უცნობმა პირებმა პალატაში მწოლიარე ძმებს ყელი გამოჭრეს
13:16:15     29-04-2020
სომხეთის ქალაქ გავარში, დაუდგენელი პირები საავადმყოფოში შეიჭრნენ, სადაც სროლის შედეგად დაჭრილი ძმები იყვნენ მოთავსებულნი. შურისძიების მიზნით ისინი შეიჭრნენ დაშავებულთა პალატაში და ყელი გამოჭრეს მათ - ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik Armenia ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, დანაშაული ჩადენილია შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ერთ-ერთი დაღუპულის ახლობლების მიერ, რომელშიც მონაწილეობდნენ მოკლული ძმები. ორმხრივი სროლის შედეგად ისინი გადარჩნენ და გავარის საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებულნი, სადაც შურისძიების მსხვერპლნი გახდნენ. მომხდარის შემდეგ უცნობი პირები მიიმალნენ.